სამედიცინო ბიოლოგიური მასალების (შარდის, ფეკალური მასის) ერთჯერადი კონტეიერები
60მლ. და 100მლ. ერთჯერადი სამედიცინო კონტეინერები გამოიყენება ბიოლოგიური მასალის (შადის და ფეკალური მასის) შეგროვების, შენახვის, ტრანსპორტირების და შემდგომი ლაბორატორიული გამოკვლევების მიზნით.
მასალა, რომელიც გამოიყენება სამედიცინო კონტეინერების წარმოებისთვის, ულტრასუფთა პოლიპროპილენი (გამჭვირვალე პოლიმერი) ქიმიურად ნეიტრალურია, ბაქტერიულად სუფთა, მექანიკურად მდგრადი, და არანაირად არ მოქმედებსბიოლოგიური მასალის ქიმიურ შემადგენლობაზე,რაც აუცილებელია სცორი დიაგნოზის და შემდგომში სწორი მკურნალობის ჩასატარებლად.
პაციენტის მონაცემები იწერება კონტეინერის ზედაპირზე მედ.პერსონალის ან პაციენტის მიერ. ჩვენს მიერ იწარმოება სტერილური და არასტერილური 100მლ. და 60მლ. ერთჯერადი სამედიცინო კონტეინერები. სტერილური კონტეინერები შეფუთულია ინდივიდუალურად, პოლიეთილენის ფირით. .
სტერილიზაცია ხორციელდება ცივი მეთოდით, დაბალი წნევის, ვერცხლისწყლის შემცველი ულტრაბაქტერიციდული არაოზონური დასხივებით.